ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნები - ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველო კონფლიქტს ეხება.

ერთობლივი განცხადება, ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა.

განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას თავიან სახლებში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ სწორ ფორმატს წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა