ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან - კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, ამას რა მოყვება?

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, პარლამენტში შეჭრით კანონი დაირღვა, ამიტომ დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არ არიან.

„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერტებულ შტატებში - კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი“,- განაცხდა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“