ანონსი  10 დეკემბერი

10 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე შეხვედრას გამართავს.

საკონტაქტო: 577 255 515 ხატია წიკლაური

10 დეკემბერს, 10:00 საათზე, მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი აქტივისტი მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, ღონისძიება "მეგზევის დღე" აღინიშნება, რომლის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, თეოლოგი მათე ჯღარკავა და მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მამა გიორგის შეწყალება; ნარკოტიკებისთვის დაკავებული სასულიერო პირები; სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, რეგიონული ტრენინგი „მუზეუმის მისია, ხედვა და ფასეულობები“ გაიხსნება და მას ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) და გერმანიის მუზეუმების ასოციაციის დირექტორი დევიდ ვუილომე ჩაატარებს.

საკონტაქტო: ლანა ქარაია 593 478 164

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა. ამასთან, შეხვედრას ჩეხეთის განვითარებისა და ჩეხეთის საბაჟო უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრება. ( 09:45 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შენობიდან (გორგასლის ქუჩა #16 ) გავა მიკროავტობუსი, რომელიც ჟურნალისტებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიიყვანს).

მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.

საკონტაქტო: ნინო გაჩეჩილაძე 5 77 23 57 23

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წლის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

მის: სახალხო დამცველის აპარატი, დავით აღმაშენებლის N150.

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები - რას ნიშნავს და რითი იქნება განსხვავებული დღევანდელი მოდელისგან?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოძრაობა 20/30-იანელების წევრები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 დეკემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

10 დეკემბერს 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოთხოვნა საქართველოს პარლამენტისგან დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

მის: ავალიშვილის 8.

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

10 დეკემბერს, 12:30 საათზე, უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, კოლეგებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად, გაეროს ოფისთან აქციას გამართავს.

მის: გაეროს ოფისი; ვაკე (მრგვალ ბაღთან)

10 დეკემბერს, 12:30 საათზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“ (დიდი საკონფერენციო დარბაზი)

10 დეკემბერს, 13.30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში ლელა აქიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი ვლადიმერ შკოლნიკოვი.

მის: რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50 მეწარმეს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. ლიცენზიების გადაცემა გაიმართება კომპანია „აქუა ჯორჯიას“ ეზოში.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები.

მინისტრი ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს კომპანია „აქუა ჯორჯიას“ საწარმოს და საწარმოო პროცესს გაეცნობა.

მის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალუბანი, კომპანია „აქუა ჯორჯია“.

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს შეხვდება.

მის: სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5.

საკონტაქტო: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

მის: საქართველოს პარლამენტის შენობა (ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან)

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, „ჰაიდელბერგცემენტის“ სათაო ოფისში საქართველოს ცემენტის ასოციაციის რიგით მერვე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 21

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სიდა-ს ორგანიზებით, გაიმართება პანელური დისკუსია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე, სადაც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ამ მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე და სტანდარტებზე ისაუბრებენ.

მის: სასტუმრო „ლოლიტა“

საკონტაქტო: 599 512215

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივითა და მონაწილეობით, საქართველოსა და კავკასიის კვლევითი ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართება.

მის: ათონელის ქუჩა N25;

10 დეკემბერს, 17:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დღეს, თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოში აკრედიტებული 15 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს წლის უფლებადამცველს გამოავლენს.

მის: კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმი

10 დეკემბერს, 17:45 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჩატარდება პრესტური მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექსპოზიციის გაშუქებითა და გამოფენის ოფიციალური გახსნით, რომელიც დაგეგმილია 10 დეკემბერს, 18:30 საათზე.

10 დეკემბერს, 18:30 საათზე, UNFPA-ს ინიციატივით, ჰაკათონი The Future is Equal გაიხსნება.

მის: სასტუმრო „მოქსი“

10 დეკემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკურ ბარში ,,პარლამენტი" შეხვედრას "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გამართავს.

თემა: არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მის: ქიაჩელის 12.

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო