საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქიდან 3 ცხინვალის ციხეში რჩება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, თუმცა, ერთ-ერთი, 15 წლის ავთანდილ გამხიტაშვილი, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, გაათავისუფლეს, 3 დაკავებული კი, შეიარაღებულმა პირებმა ცხინვალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 7 დეკემბერს დააკავეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბოჟამის და ლამისყანას მცხოვრებლები - ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები და გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ და დააკავეს, არასრულწლოვანი კი გაათავისუფლეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გელა ქარუმიძის განცხადებით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ,,სოფელი ბოჟამი, რომელიც სამთავისის თემში შედის, გამყოფი ხაზის სიახლოვესაა, თუმცა, დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არ გახლავთ. ამ ტერიტორიაზე მავთულხლართები და სხვა სახის გამყოფი ღობეები არ არის დამონტაჟებული, ფოთლოვანი ტყის ზოლია, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იყვნენ წასულები, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გელა ქარუმიძემ.

ერთ-ერთი დაკავებულის, 50 წელს გადაცილებული ემზარ გამხიტაშვილის მეუღლე, ლალი გიგაური ,,ინტერპრესნიუსთან“ ადასტურებს დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან დაკავებულებს ცხინვალიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ. ,,კი, დაკავებულები არიან, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ალბათ ხვალ გამოუშვებენ, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან დაკავებული ემზარ გამხიტაშვილის მეუღლემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს