UNFPA-ს ინიციატივით, ჰაკათონი The Future is Equal გაიმართება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ForSet-ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, კომპანია „სილქნეტთან“ და ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ თანამშრომლობით, სამდღიანი ჰაკათონი The Future is Equal გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავს იდეების გენერირებას და ინოვაციური პროდუქტების შექმნას ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ბავშვთა/ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა) და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.

„სამდღიანი ჰაკათონი გააერთიანებს აქტივისტებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს მთელი საქართველოდან. ღონისძიების მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ და გამოცდილი პროფესიონალების მენტორობით, შექმნიან პროექტს, რომელიც შეიძლება იყოს: მულტიმედიური ამბავი, საკომუნიკაციო კამპანია, მონაცემთა ვიზუალიზაცია, ინტერაქტიული პროექტი, თამაში ან აპლიკაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰაკათონი The Future is Equal 10 დეკემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე, სასტუმრო „მოქსიში“ გაიხსნება. 11-12 დეკემბერს გუნდები მიღებულ დავალებაზე ტექნოპარკში იმუშავებენ. ღონისძიების დახურვა კი 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება.

„ჰაკათონი ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი გენდერული თანასწორობის მიღწევის, საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა. ჰაკათონი ტარდება UNFPA-ს გლობალური პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის სქესის შერჩევისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია