აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი დააკავეს

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი, რომელიც ადგილობრივი ფირმის „დანონის“ ხელმძღვანელია, 24 ნოემბერს სოხუმში, საღამოს ექვსი საათისთვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის სამართალდამცავებმა პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

არტურ ანქვაბი წარსულში დე ფაქტო შსს-ს მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა, გასულ წელს კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო გასამართლებული, რომელიც 2018 წელსვე ამნისტიით გათავისუფლდა, 2019 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა