m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

10 დეკემბრიდან დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“ ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ m2-დან აცნობეს, აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს); საოჯახო ტექნიკა (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი ნივთი); ავეჯი (ავეჯი ახალი ბინის მოსაწყობად).

მათივე ინფორმაციით, m3 საბურთალო m2-ს ამბიციური ინოვაციური პროექტია, რომლის მშენებლობაც ზაფხულში დაიწყო, პირველი ფაზა კი ორ წელიწადში დასრულდება. აქ შეძენილ ბინას თან მოჰყვება მთელი უბანი: სარეკრეაციო და მოსასვენებელი ზონები, სპორტული კომპლექსები, ავტოსადგომები, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები, მოვლა-პატრონობის სერვისი და სხვა.

„საახალწლოდ ჩვენი მომავალი მობინადრეების გახარება გადავწყვიტეთ და მათთვის სამი სახის საჩუქარი შევარჩიეთ. მათ მისაღებად მხოლოდ m3 საბურთალოში სასურველი მოცულობის ბინის შერჩევა და შეძენაა საჭირო. ბედნიერები ვართ, რომ საახალწლოდ ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ“, - ამბობს m2-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ლაზიშვილი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ