გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დადებითი მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მის გამწესებას მხარს დაუჭერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მას დადებითი მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მის გამწესებას მხარს დაუჭერს.

„კონკრეტულ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ყველა ინდივიდუალურად, ალბათ, თავად გადაწყვეტს ამ საკითხს. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ბუნებრივია, მაქვს დადებითი მოლოდინი, ამიტომაც ვარ ამ პროცედურასა და კონკურსში. ყველა კანდიდატმა საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ ღიად და გამჭვირვალედ. ამიტომ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი", განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

რაც შეეხება ოპიზიციის განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლის მოსამართლეობის კენჭისყრის პროცესი პარლამენტში პროტესტის ფონზე ჩაივლის, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა,რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია.

"ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გააპროტესტოს ის, რისი გაპროტესტებაც სურს", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს უყრის.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია