ანრი ოხანაშვილი - როცა აქცია გასცდება კანონის ფარგლებს, ექნება ადეკვატური, მოზომილი, ფრთხილი რეაგირება, განსხვავებით მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან

როცა აქცია გასცდება კანონის ფარგლებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ექნება ადეკვატური, მოზომილი, ფრთხილი რეაგირება, განსხვავებით მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღისთვის ოპოზიციის გეგმებს.

როგორც ის აღნიშნავს, თუკი ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია ეს კანონის ფარგლებში გააკეთოს.

"თუკი ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, ესეც არის ცივილური ფორმა, ჩვენ მათ მეთოდებს არ ვიმეორებთ, როგორსაც ისინი იმეორებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, როცა ის ჩაჯდება კანონის ფარგლებში, როცა ის გაცდება ამ ფარგლებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ექნება ადეკვატური, მოზომილი, ფრთხილი რეაგირება, განსხვავებით მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან. თუკი მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რომელიც იყო გახსნილი და გამჭვირვალე და იმ პირებმა, რომლებიც დღეს ამას აკრიტიკებენ, მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვერ შეძლეს ამ პროცესის ასე გახსნილად წარმართვა. ამ ყველაფერს დრო განსჯის, ვის რა დამოკიდებულება და ინტერესები ჰქონდა და საზოგადოება შეაფასებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა