სოფო კილაძე - ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი

„ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი", - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება.

მისი თქმით, პრეზიდენტმა უბრალოდ ვერ გადმოსცა თავისი სათქმელი და რეალურად გულისხმობდა რომ ჩვენი მთავარი მიმართულება განათლება უნდა იყოს.

"ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. პრეზიდენტმა ვერ გამოხატა ის, თუ რისი თქმა უნდოდა. ალბათ, პრეზიდენტმა თავი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა