პაატა გიგაური - ზურაბიშვილი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როდესაც სამშობლოს დამცველებს ფაქტიურად დასცინა და განუცხადა „იარაღი არ გაქვთ და არც გექნებათო“

"სამოქალაქო მოძრაობის" სამხედრო მიმართულების ხელმძღვანელი პაატა გიგაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ქალბატონ სალომესგან უცნაური საუბარი არავის უკვირს, მაგრამ დაავიწყდა რომ - ბედის ირონიით, უმაღლესი მთავარსარდალია და ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როდესაც სამშობლოს დამცველებს ფაქტიურად დასცინა და იარაღი არ გაქვთ და არც გექნებათო განუცხადა. ან რად გინდათ იარაღი, ძვირია, ვერ ვიყიდით რომ „რეგიონი დავიპყროთო“. იარაღად გამოაცხადა „ცოდნა და მეცნიერება“ და დაავიწყდა, რომ განათლებაში კრიზისია და მსოფლიო რეიტინგის ბოლოში ვართ, წაკითხულის გააზრებაც უჭირთ უკვე მოზარდებს! შევახსენებ ქალბატონ პრეზიდენტს: როცა 3 000 000 ლარი გადაიხადა რუსულ ჭაღებსა, ირანულ მამლებსა და ჯამჭურჭელში, იგივე თანხით ახალგაზრდული გასამხედროებული ორგანიზაციის საქართველოს მასშტაბით გაფართოება, ვეტერანების ამ საქმეში ჩართვა და ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაარსება (ადგილის გამოყოფა, შენობის პროექტის შედგენა, "სტაფის" შეკრება და პირველადი არტეფაქტების შეგროვება) შეიძლებოდა! ოფიცრები და ჯარისკაცები პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებენ და არცაა მათი საქმე, მივმართავ ნომინალურად უმაღლეს მთავარსარდალს: ჯარიც გვყავს, იარაღიც აქვთ და მომავალში, როცა თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, გაცილებით მეტი და ხარისხიანი ექნებათ! ხოლო თუ პრობლემებია ჯარში, პირადად თქვენი და მთავრობის პასუხისმგებლობაა! „სამოქალაქო მოძრაობა“ მოითხოვს ე.წ. პრეზიდენტმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნის და თავდაცვის ძალების წინაშე!" - აცხადებს პაატა გიგაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა