ლევან დავითაშვილი - პრეზიდენტის განცხადება, რაც მე წავიკითხე,  არასწორად იყო ინტერპრეტირებული

პრეზიდენტის განცხადება, რაც მე წავიკითხე, არასწორად იყო ინტერპრეტირებული,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მინისტრი პრეზიდენტის

განცხადებას, რომ " არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", დავითაშვილი აცხადებს,რომ პრეზიდენტის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

" ვიდეო ჩანაწერი არ მომისმენია, მაგრამ წავიკითხე განცხადება. პრეზიდენტი განათლებაზე, მეცნიერებაზე და ასე შემდეგ საუბრობდა"-განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რატომ ვერ ნახა ვიდეო ჩანაწერი, დავითაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერს მოგვიანებით ნახავს.

" ხომ შეიძლება,რომ ადამიანმა ვერ ნახოს? უამრავი საქმე მაქვს და ვმუშაობ.მოგვიანებით ვიხილავ ამ ვიდეოს,"-განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს