მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ბიუროს ხელმძღვანელი - 2018-2019 წლებში 5 ათასზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო

მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა რეალურად შეაჩეროს ნეგატიური საიმიგრაციო ტენდენციები და შეინარჩუნოს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, - განცხადება ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.

სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის განმარტებით, ამ მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი ინფორმირება, რადგან მისი თქმით, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პირობების გარეშე შედიხარ.

„ამ გადამწყვეტ მომენტში, ვაკვირდებით რა უარყოფით საიმიგრაციო ტენდენციასა და საქართველოდან არარეგულირებადი მიგრაციის მკვეთრ ზრდას, ვართ ალიანსის წევრები, რათა მხარი დავუჭიროთ აქტივობების განხორციელებას, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა რეალურად შეაჩეროს ეს ნეგატიური საიმიგრაციო ტენდენციები და შეინარჩუნოს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც არის ხელისუფლების მიერ მიღწეული საკვანძო ელემენტი.

ჩვენ გვჯერა, რომ სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასთან ერთად, რაც არის ასევე საკვანძო ელემენტი მიგრაციის მენეჯმენტში, ასევე არის მთელი რიგი სხვა ელემენტებისა, რაც ამ საერთო სურათს უნდა დაემატოს. მათ შორის, არის ადამიანებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რა არის თავისუფალი სავიზო რეჟიმი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ქვეყნებში პირობების გარეშე შედიხარ, როგორც ეს ჩვენ კონფერენციაზე მოვისმინეთ, არამედ კონკრეტული წესები არსებობს, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ. ასევე არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მიგრაციასთან, თუმცა არის ბევრი სარგებელიც და იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაწყვეტილების მიღება მიგრაციასთან დაკავშირებით, ისინი კარგად ინფორმირებულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა.

როგორც სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ განმარტა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მთავობასთან, რათა შექმნას ალტერნატივა არარეგულირებადი მიგრაციის მართვის მიზნით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებებსა და ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებაში სხვადასხვა ქვეყანასთან შრომითი მიგრაციის მიმართულებით. რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ლეგალურად იმუშაონ დროებითი და განმეორებადი მიგრაციის სქემის ფარგლებში, რაც თავის მხრივ იქნება არარეგულირებადი მიგრაციის ალტერნატივა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გასულ წელს ევროპის მიმართულებით მხოლოდ არალეგალური მიგრაციის მკვეთრი ზრდა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა კი არ ვიხილეთ, ეს ზრდა ასევე აისახა საქართველოში უკან გამობრუნების რაოდენობაზე. მხოლოდ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით 2018-2019 წლებში 5 ათასზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და ჩვენ ვეხმარებით მათ მდგრადი სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის მიღწევაში“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა