დავით ბაქრაძე - მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება „არის შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე”.

„საქართველოს მთავარსარდალი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება არმია. მიგვაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თითოეულ ადამიანს, რომელიც იარაღით ხელში, ფორმით იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

თითოეული ასეთი ადამიანი არის გმირი, რადგან ისინი საკუთარ სიცოცხლეს წირავენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს.

არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს არის არმიაზე შეტევაც და ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ფუნდამენტის გამოთხრაც. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ამას აკეთებს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული ჯარის ინსტიტუტის გაძლიერებით.

მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის წინაშე და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც ცოტა ხნის წინ ავღანეთში ტერორისტული შეტევის შედეგად დაშავდა”,- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა