პროკურორი - ადვოკატს რომ ვუსმენ, ილია ჯიშკარიანს დაცვის უფლება აქვს დარღვეული

ადვოკატს რომ ვუსმენ, ილია ჯიშკარიანს დაცვის უფლება აქვს დარღვეული, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მისამართით განაცხადა.

მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა მხარეებს შორის კამათით მიმდინარეობს.

პროკურორს უპასუხა ადვოკატმაც. „ილია ჯიშკარიანს კომპეტენტური იურიდიული განათლების მქონე ადვოკატი იცავს და თქვენი მითითებები საჭირო არ არის, კოლეგიალობის ზღვარს ნუ გადახვალთ", -განაცხადა კუბლაშვილმა პროკურორის მისამარით.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად არ უნდა სცნოს, ვინაიდან ის კანონდარღვევით არის მოპოვებული.

თავის მხრივ პროკურორს მიმართა ბრალდებულმაც. "ბატონო პროკურორო, თქვენ სიმართლე გაინტერესებთ, თუ გინდათ თქვენი სიტყვა იყოს კანონი და დაისაჯოს ილია ჯიშკარიანი?, - მიმართა ჯიშკარიანმა საქმის პროკურორს, როცა საქმეზე მტკიცებულების სახით მოწმის ჩვენების დართვაზე მსჯელობდნენ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა