ანონსი  12 დეკემბერი

12 დეკემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 დეკემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

12 დეკემბერს, 09:30 საათზე, ანა დოლიძე და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაეს სასამართლოსთან აქციას სახელად „ჩააგდე სია“ გამართავენ. აქციის შემდგომ ისინი უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

12 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

12 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებული კენჭისყრის შედეგები და საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე. ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში რძლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ისე ამარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები, “პედაგოგთა ასოციაციისა” და ახალგაზრდული ცენტრ “ზნეობის” წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ესეების კონკურსი სკოლებში ლგბტ თემატიკაზე. განათლების სამინისტროსთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე მორის მაჩალიკაშილისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 დეკემბერს, 13:00 საათზე, შპს “ფაზის ოილი” და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, Meeting Room Mtirala & Shino

12 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის საჯარო ლექცია „კორუფციის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართება.

12 დეკემბერს, 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას გააცნობს.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი” , თელავის #20

საკონტაქტო: მადინა გაგიევა - 599 079 478

12 დეკემბერს, 15.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ პროექტის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება

ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ EECMD - ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი ნინო ევგენიძე.

მის: მერაბ კოსტავას N14

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ , ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი 593 260 609

12 დეკემბერს, 20:00 საათზე, ფრანგული გეშტალთ თერაპიიის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით, ფრანგული ინსტიტუტის დამააარსებელი ფრანგი ფსიქოთერაპევტი ჟან-მარი რობინი, საჯარო კონფერენციას თემაზე: "თანამედროვე გეშტალტ თერაპია - ინოვაცია ფსიქოთერაპიაში" გამართავს.

მის: სასტუმრო „იოტა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა