ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს, კანონდარღვევით იმართება

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კანონის დარღვევით იმართება.

როგორც მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუ ახლა კომიტეტი კენჭისყრას კანონის დარღვევით დაიწყებს, ეს ამ „ისტორიულ პროცესს“ კიდევ ერთ მძიმე ლაქას დაუტოვებს.

მისივე თქმით, სასესიო კვირაში კომიტეტის სხდომის ჩატარება, პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევაა, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არ არის არც დაჩქარებული საკითხი და არც ბიუჯეტის პროექტი, რისი განხილვაც სასესიო კვირაში კანონით ნებადართულია.

ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატებს განმარტებას სთხოვს, თუ რატომ გადაწყვიტეს, მათ რეგლამენტის დარღვევა.

„ვიცი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიეჩვია რეგლამენტის დარღვევას და ასეთი რამდენიმე შემთხვევაა. როცა ასეთი მნიშვნელოვანი კენჭისყრაა დაგეგმილი მოსამართლეთა საკითხზე, ეს არც დაჩქარებული თემაა და არც ბიუჯეტია. არ შეიძლება საგამონაკლისო წესით გაიტანოთ, ის რაც არ წერია რეგლამენტში. და კიდევ ერთი დათქმა აქვს 88-ე მუხლს, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დამსწრე ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/5-ისა ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში. ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია პარლამენტს, რომ დაარღვიოს პარლამენტის ორკვირიანი ციკლი და სასესიო დღეს დანიშნოთ კომიტეტის სხდომა. რეგლამენტი ამას პირდაპირ კრძალავს“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ კომიტეტის სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით დაინიშნა.

„რაც შეეხება პლენარული სხდომების კვირაში კომიტეტის ჩატარების საკითხს, ნებადართულია ნებისმიერ დროს საკითხის განხილვა თუ ეს არ არის კანონპროექტი. 34 -ე მუხლს იქნებ გაეცნოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა