არასამთავრობოების წარმომადგენლები პარლამენტთან ტრასპარანტებით - „უსამართლო სასამართლო“, „არა უდიპლომო მოსამართლეებს“, „ვითხოვთ ღირსეულ მოსამართლეებს“ მივიდნენ

„უსამართლო სასამართლო“, „არა უდიპლომო მოსამართლეებს“, „ვითხოვთ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ვითხოვთ ღირსეულ მოსამართლეებს“ - ამ ტრანსპარანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მივიდნენ.

„პარლამენტში დღეს მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. ქვეყნის ინტრესია ინდივიდუალურად თავისუფალი მოსამართლე და არა „კლანისა“ და ხელისუფლების მიერ მართული. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი ეს არის. იძულებული ვარ გამოვიდე პლაკატებით ხელში დავდგე იმის გამო, რომ სასამართლო სისტემაში შეუძლებელია ოთახებში ბრძოლით მიაღწიო რაიმე შედეგს. ძალიან მძიმე სიტუაციაა ჩინჩალაძის ხალხი გადის სასამართლო სისტემაში, უზენაეს სასამართლოში უმაღლეს თანამდებობებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება. მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და იქ უნდა იყვნენ ისეთი მოსამართლეები რომლებსაც ხალხი ენდობა. ჩინჩალაძის „კლანს“ ხალხი არ ენდობა და დღევანდელმა პროტესტმა ეს აჩვენა. მოლოდინი მქონდა, რომ მაქსიმუმ 5-6 კაცს დაუჭერდა პარლამენტი მხარს, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა იმ რაოდენობამ რასაც მხარი დაუჭირა“,- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მასთან ერთად პლაკატებით ხელში პარლამენტის წინ ეკა გიგაური, გიორგი მშვენიერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადენლები არიან.

„დღეს ვართ მართლა კრიტიკულ ზღვარზე, რადგან დღეს წყდება თუ რა იქნება ჩვენს უზენაეს სასამართლოში, სადაც ყველამ უნდა ნახოს სამართალი. ამ მოსამართლეებისგან ეს მოლოდინი მე პირადად არ მაქვს და არც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა