დაჩი ბერაია - რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი

რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ მასსა და რომან გოცირიძეს შორის ფიზიკურ დაპირიპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ბერაიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას უცენზუროდ რამდენჯერმე მიმართა, რაზეც მისი რეაქცია „ბუნებრივი და ადეკვატური იყო".

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

თავად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის განცხადება გახდა, რომელიც დაჩი ბერაიას შეეხებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე, ატაროს ეს მძიმე ტვირთიო.

თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათვის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის.

უნდა ველოდოთ ადებატურ სასჯელს (ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო მაგარი)," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები