აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე - შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო გარკვეული შეცდომებით - მსგავსი ინციდენტები პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებს

მსგავსი ინციდენტები ხდება ხოლმე, მაგრამ ისინი პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 6 დეკემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე განაცხადა.

„შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო გარკვეული შეცდომებით. მსგავსი საკითხები ჩვეულებრივ წყდება ხოლმე სასაზღვრო სამსახურებს შორის, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოთაშორის დონეზე განსახილველი თემა“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2019 წლის 6 დეკემბერს სასაზღვრო სამსახურთან, მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მხრიდან მწყემსი საზღვრის გადალახვას ცდილობდა. მათივე ცნობით, 10 ძაღლი, რომელიც ცხვრის ფარას იცავდა, მესაზღვრეებს თავს დაესხა, რომელთაც ძაღლების მოსაგერიებლად ცეცხლი გახსნეს. მათივე ცნობით, სწორედ აღნიშნულ დროს, მწყემსი თავის არეში დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს