რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოპარაკებების 50-ე რაუნდს ეხმაურება. უწყების ცნობით, საქართველო, აშშ-ის მხარდაჭერით კვლავ ნეგატიურ პოზიციაზე რჩება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის დელეგაციამ კვლავ მოუწოდა მხარეებს, მოიძიონ სადავო საკითხების მოგვარების გზები უპირველესად ერგნეთში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს, რუსულმა მხარემ ასევე დააყენა საკითხი, ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გაეროში დაშვების შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს