ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - დადებითი მოლოდინები მაქვს - თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ,-ამის შესახებ ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ვაჟა გაფრინდაშვილის 13 დეკემბერს გასამართ ე.წ. სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

თამილა ლაფანაშვილის თქმით, მას იმედი განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიეცა, მას შემდეგ, რაც არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია, არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა