07.07.2025 / 08:38
ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ,-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

ციხელაშვილი გამძლეობას უსურვებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უსამართლო ბრძოლაში.

"მე არც ე.წ. სასამართლოს და არც ე.წ. გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ. ფაქტია, რომ გაჭიანურდა კვლავ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მათი პასუხისმგებლობა.

აბსოლუტურად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული და გრძელდება იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იქნას გათავისუფლებული. მე მინდა მის ოჯახს და ჩვენს მთელ საზოგადოებას, რომელიც არის სრულად ჩართული, რა თქმა უნდა, ასევე, პირველ რიგში, ბატონ ვაჟას, ვუსურვო გამძლეობა ამ უსამართლო ბრძოლაში, უსამართლობასთან, ერთადერთი სამართლიანი შედეგისთვის, რაც არის მისი თავისუფლება”,-აცხადებს ციხელაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს