ნაზი ჯანეზაშვილი - “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”
ნიკა გვარამია პროკურატურაზე: “მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”
* * *
ნაზი ჯანეზაშვილი - “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”
“ვფიქრობდი 5-6 კანდიდატს აირჩევდნენ და არა 14 კანდიდატს, როგორც ჩანს, ყველაფერზე მიდიდან. უცებ, ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს ასე შევსება და დაკომპლექტება ბოლოს როდის იყო, არ მახსოვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი იყო: მხოლოდ შენ არ დააკომპლექტო, სხვა ხელისუფლებასაც დაუტოვე შანსი! პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით ჩინჩალაძის კლანი კიდევ უფრო გააძლიერა. ამით შექმნა ძალიან სერიოზული საფრთხეები. სასამართლო სისტემაში შეიძლება დაიწყოს რეპრესიები და საკმაოდ დაიძაბოს ვითარება. ასე გაძლიერებული კლანი ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითონ სისტემის შიგნით მოსამართლეებისთვის”, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაზი ჯანეზაშვილი: “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”
“ხელისუფლების გზავნილი ასეთია - არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ჩემსას მაინც გავიტან! მაგრამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პარადოქსულ ვითარებაში იმყოფება - მან ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა და იმ პოლიტპატიმრების მოსამართლეები დააწინაურა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. რა გამოდის?! მან სრულად გადაიფორმა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. და ეს კიდევ უფრო უარესი ფორმით გააკეთა, რადგან ახლა უფრო რთული ვითარებაა, კლანი ბევრად უფრო ძლიერია. მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი მაშინ ხმას ვერც კი ამოიღებდნენ, მორჩილი შემსრულებლები იყვნენ, ახლა აქტორები გახდნენ - მოთხოვნები აქვთ, რასაც ხელისუფლებს უსრულებს. ეს ვითარება “ქართულმა ოცნებამ” შექმნა თავის გადაწყვეტილებით, რაც 12 დეკემბერს დააგვირგვინა კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილი.
“კარგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არჩეულთა კვალიფიკაციაზე . აშშ იმდენ ფულს ხარჯავს საქართველოს სასამართლოს სისტემაზე, ყველა მოსამართლე მიჰყავს ამერიკაში, უნარ-ჩვევების რომ გაიძლიერონ, მეტი ცოდნა რომ მიიღონ. უხსნიან, ასწავლიან, მაგრამ ამ ხალხისგან არაფერი გამოდის - ცხადია, უმრავლესობაზე ვსაუბრობ და არა 1-2 ღირსეულზე. როდესაც ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მას ვერანაირი ტრენინგი ვერ შველის. ღირსება სწავლებადი არ არის. ან ხარ ღირსეული, ან არ ხარ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “უმრავლესიბა ამბობს, რომ ჩააგდეს ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო...” - პასუხობს:
“ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი გარკვეულ კანდიდატებს ჩააგდებდნენ, მაგრამ ალანიას და გეწაძის ჩაგდებას ნამდვილად არ მოველოდი, თუმცა მათ შანსი კიდევ აქვთ მეორე ეტაპზე... როცა თამარ ზამბახიძეზე ამბობენ, რომ ყველაზე კვალიფიციურია, მას რომ სკამი არ დაეკავებინა, ამისთვის ხალხი გარეთ ქუჩაში იდგა და ამ პროტესტის გამო ეს ხალხი დააკავეს! მე პარლამენტში არ შემიშვეს, რომ კენჭისყრას დავსწრებოდი, აი, ამ ფონზე აირჩიეს! მათთვის მთავარია კარიერა, თანამდებობა და ფული - თამარ ზამბახიძეს მინდა მივმართო - არ გრცხვენია?!”
ნიკა გვარამია პროკურატურაზე: “მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”
“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ასევე მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის - “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრამდე გადაიდო. 13 დეკემბრის პროცესზე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების ამორიცხვა მოითხოვა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი და “ნებისმიერი იურისტისთვის კარგადაა ცნობილი ის, რომ მოსაზრება არ შეიძლება იყოს მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე”. ამასთან პროკურატურამ მოითხოვა, რომ დაცვის მხარემ დასაკითხთა სიიდან ამორიცხოს 45 პირი”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში, სათაურით ნიკა გვარამია პროკურატურაზე: “მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”.
“ბუნებრივია, რომ ის, როგორც მოსაზრება შეიძლება დაერთოს, თუმცა არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულების ძალა და როგორც მოწმე, არ უნდა იყოს შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში. ეს არის იურისტებისთვის ანა-ბანა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ასეთი შეცდომა დაუშვეს მსგავსი დონის იურისტებმა. სწორედ ამიტომ დავაყენეთ ეს შუამდგომლობა. რაც შეეხება დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეების ამორიცხვას, მათ დასაკითხ პირთა სიაში დაახლოებით 45 ისეთი პირი ჰყავთ შეყვანილი, რომელთა გამოკითხვის ოქმები წარმოდგენილი არა აქვთ. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით განსაზღვრავს, რომ მოწმე უნდა იყო გამოკითხული , მხარეებსა და სასამართლოს უნდა გადაეცეს უნფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით აპირებენ ისინი სასამართლოში ამ მოწმეების დაკითხვას. ბუნებრივია, რომ ეს ჩანაწერი, რაც არის საპროცესო კოდექსში, დარღვეულია დაცვის მხარის მიერ და სწორედ ამ არგუმენტის გამო მოვითხოვეთ, რომ 45 პირი ამორიცხულ იქნას დასაკითხთა სიიდან”, - განაცხადა ზვიად ბუბელაძემ. კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა პროკურატურა, რითაც ნიკა გვარამიას ბრალეულობა იკვეთება, პროკურორი განმარტავს, რომ ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით მთავარი მტკიცებულება არის დოკუმენტები. ზვიად გუბელაძის განცხადებით ეს არის ხელშეკრულებები, გადარიცხვები და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემა.
“ნიკა გვარამის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურას ძალიან აწუხებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. “მოითხოვეს მისი ამორიცხვა საქმის მასალებიდან. ალბათ იმედოვნებდნენ, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში გადმოგზავნილი არ ყოფილა, მათთვის ეს უცნობი იყო და მერე გაიგეს, რომ ეს მოსაზრება სახალხო დამცველს სასამართლოშიც აქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება მოწმეების დამატებას, დიახ, გამოძიებამ არ დაკითხა ის პირები, ვინც აუცილებლად უნდა გამოეკითხა წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეს გახმოვანდა ეს შუამდგომლობა, დასაკითხ მოწმეთა სიას დაემატოს პირთა გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური და ა.შ. და მათი დაკითხვა მოხდეს არსებითი განხილვის დროს” - განაცხადა დიმიტი საძაგლიშვილმა. ბრალდებულ ნიკა გვარამია თქმით კი, პროკურატურა სამარცხვინოდ მოქმედებს”, - დასძენს გამოცემა.
“პროცესუალური ნაწილი უფრო ადვოკატების საქმეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილშიც ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან. ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ, სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ახლა აქ ესენი წარმოადგენენ. მართლა სამარცხვინოა!” - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მის თქმით, საქართველოს პროკურატურან არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსი”, - წერს სტატიის ავტორი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"