სუს-ი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

სუს-ი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა ,,ცხელი ხაზის’’ მეშვეობით.

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.