ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი  საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის თქმით, რადგან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ისინი მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მიმართავენ, რათა სოლიდარობა გამოხატონ.

თამილა ლაფანაშვილი მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა კვირას, 11:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ კვირას, 11:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით მშვიდობიანად დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ოჯახი მარტო არ ვართ. დაგვანახეთ ეს ჩვენ, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო