ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თბილისიდან საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებით და მოტოციკლებით  მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან აქციის გამართავენ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს