გიორგი ვაშაძე პრეზიდენტზე - იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით, ახალ წელს ან საშობაოდ გამოვა, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს

იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით წელიწადში ერთხელ მაგალითად, ახალ წელს გამოვა ან საშობაოდ, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს,- ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას განუცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა შეურაცხმყოფელი და ანტისახელმწიფოებრივია და მხოლოდ რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილზე ერთადერთი რაც მომდის გონებაში, თვითონ ხომ თქვა ამნისტიის უფლება შემიკვეცეთო, მას უნდა შევუზღუდოთ ასევე, საჯარო გამოსვლები. იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით წელიწადში ერთხელ, მაგალითად , ახალ წელს გამოვა ან საშობაოდ, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს ყოველგვარი სახელმწიფო საკითხების მოხსენიების გარეშე. მაგალითად, უნდა ავუკრძალოთ პრეზიდენტს ჯარზე საუბარი, ეკონომიკაზე, ჩვენს მეზობლებზე საუბარი, იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გადაგვკიდა. მარტო ახალი წელი, შობა, აღდგომა მოგვილოცოს და აქაც, იმედია, შეცდომას არ დაუშვებს. იმიტომ, რომ ყველა მისი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, მხოლოდ ემსახურება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა