საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა

თბილისის საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს.

ისინი აცხადებენ, რომ მათ ტყემალაძესთან შეხვედრა სურთ, თუმცა, ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ გიორგი ტყემალაძეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩართვა აქვს და ამის შემდეგ შეძლებდა მათთან გასაუბრებას.

ამ შელაპარაკების დროს ადგილზე ვითარებაზე დაიძაბა. ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მიმართა, რომ „საკრებულოდან გააგდონ ერეკლე კუხიანიძე“, ბექა დავითულიანმა კი მათ განუცხადა, რომ „ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვის როდის გააგდებენ“.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს გიორგი ტყემალაძის კაბინეტის ტერიტორია.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს