15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაუქმდა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაუქმდა, რომელიც დღეს, 14:00 საათზე იყო დაგეგმილი.
15 წლის ბიჭის გარდაცვალებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას!- განაცხადა რიჟვაძემ.

























