15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

"სისტემა კლავს“ ,,ვინ არის შემდეგი, მე?"- ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში. მესხიშვილის თეატრის წინ მოქალაქეებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხელ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო.

მათ თეატრის წინ სანთლები დაანთეს წარწერით ,, ამ ცხოვრების დედაც". აქციის შემდეგ მსვლელობა დაიწყეს და იმერეთის პოლიციის სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ პროტესტს.