რუსთავში აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად სანთლები დაანთეს

რუსთავის პოლიციის სამმართველოსთან, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა, პოლიციის შენობასთან სიმბოლურად სანთლები დაანთეს და მდუმარე აქცია მოაწყვეს.
"სისტემა ძალადობს მოქალაქეებზე", "დაისაჯოს ყველა დამნაშავე" ეს იყო დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა შეწყდეს პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლის ან ძალადობის ფაქტები. ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.

























