ნანა ჩაჩუა - მწუხარებასთან დამოკიდებულებას სიბრძნე სჭირდება,  ახლა სწორედ ის დროა, რომ გასააზრებელი და დასაფიქრებელი არ გაგვისხლტეს ხელიდან

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, 15 წლის ბიჭის, ლუკა სირაძის ტრაგიკულმა ისტორიამ შეძრა ქვეყანა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მართლაც, ამ ყმაწვილმა თვითმკვლელობით საზოგადოება, სახელმწიფო უამრავი საფიქრალისა და და გამოწვევის წინაშე დააყენა.

რამდენად შეძლებს საზოგადოება და სახელმწიფო მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებას ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მომხდარის ირგვლივ რაც ხდება, უფრო მეტ დაფიქრებასა და გააზრებას მოითხოვს...

- მე მთლიანად ვიზიარებ მომხდარზე პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი განცხადება იყო ზუსტი, ლაკონური, ყოვლისმომცველი და უღრმესი. მე როგორც ფსიქოლოგი, დედა, მოქალაქე და ადამიანი ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააცნობიეროს და გაიზიაროს ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადება.

პრეზიდენტის განცხადება აღნიშნავს ტრაგედიის სიღრმეს და იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა ივალდებულოს მომხდარის მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

ჩემი აზრით, პრეზიდენტის განცხადებაში არის უდიდესი ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული პრინციპი - აქ და ამჟამად. ანუ, როგორ შევხვდეთ და ვუპასუხოთ იმას, რაც არსებობს აქ და ამჟამად. მე ვთხოვ ყველას, რომ ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადება კარგად გაიაზროს და გააცნობიეროს.

პრეზიდენტის განცხადებაში არის უდიდესი ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული პრინციპი - აქ და ამჟამად. ანუ, როგორ შევხდეთ და ვუპასუხოთ იმას, რაც არსებობს აქ და ამჟამად. მე ვთხოვ ყველას, რომ ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადება კარგად გაიაზროს და გააცნობიეროს

- ფაქტი უმძიმესია, ისიც ცხადია, რომ მომხდარს თან სდევს აშკარად არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- დიახ, მომხდარს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ფონი გასდევს. მედია აშუქებს რაც ხდება და ვხედავთ, რომ მომხდარის გამო უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონია. ჩემი აზრით, უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი იმიტომაა, რომ ჩვენ ზუსტად ისე ვერ ვპასუხობთ მომხდარ ფაქტზე, როგორც უნდა ვუპასუხოთ.

ეს „უნდა“ რა არის? კონკრეტული მომენტი რას ითხოვს ჩვენგან. კონკრეტული მომენტი კი ჩვენგან მოითხოვს გამოვთქვათ მწუხარება, ვუთანაგრძნოთ ოჯახს, გავიზიაროთ მათი უდიდესი სიმძიმე, და თავად ჩვენ დავფიქრდეთ ბევრ რამეზე. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ამაზე კი ყველას სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ამაზე კი ყველას სერიოზული დაფიქრება გვმართებს

- ვხედავთ, რომ ახალგაზრდობამ აიტაცა ლოზუნგი - „ამ ცხოვრების დედაც“, „სისტემა კლავს“, „სისტემა უნდა დაინგრეს“. თქვენ როგორ შეაფასებდით ახალგაზრდობის წიაღში გაჩენილ ამ ლოზუნგს?

- მწუხარებასთან დამოკიდებულებაში ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მწუხარებასათან დამოკიდებულებას სიბრძნე სჭირდება. როცა ემოცია მწუხარებას გადაფარავს, მაშინ მწუხარების შინაარსი იკარგება. ასეთ დროს გასააზრებელი და დასაფიქრებელი შეიძლება ხელიდან გაგვისხლტეს.

ახლა სწორედ ის დროა, რომ გასააზრებელი და დასაფიქრებელი არ გაგვისხლტეს ხელიდან. მწუხარება არ უნდა შეურაცხვყოთ თუნდაც პოლიტიკური მოტივით. თუნდაც იმ შინაგანი აღტკინებით, სიბრაზით, წყენით. მწუხარება არ უნდა შეურაცხვყოთ.

ახლა სწორედ ის დროა, რომ გასააზრებელი და დასაფიქრებელი არ გაგვისხლტეს ხელიდან

ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი და ცხოვრებისეული გამოცდილება არსებობს. მწუხარება არის ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა, იმისათვის, რომ წამით შეჩერდეს, დაყოვნდეს, რომ შემდეგ მომხდარი აზრში მოაქციოს.

- მომხდართან დაკავშირებით ოპოზიცია სისტემურ დანაშაულზე საუბრობს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჩემი აზრით მომხდარი სისტემის ბრალი კი არა, უპირველესად სისტემის არარსებობას უკავშირდება.

ვგულისხმობ პოლიციაში მოზარდებთან მიმართებაში ფუნდამენტური და სისტემური მიდგომის არარსებობას და მოზარდებთან დამოკიდებულებაში კერძო სკოლების დამოკიდებულებას.

როცა საუბრობენ იმაზე, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, გაუგებარიც კია, რომელ სისტემაზეა საუბარი, რომელიც პრაქტიკულად არც კი გვაქვს, თუ რომელიც როგორც მინიმუმ აშკარად არასრულფასოვანია?

- როგორიც არ უნდა იყოს სისტემა, ახლა ყველაფერი საზოგადოების პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყოს. როცა ადამიანის ღირსება სისტემის მსხვერპლი ხდება, ეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემაა, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაა.

ადამიანის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც არის თავისთავადი ღირებულებები, ნებისმიერი სისტემის დროს ხელშეუხებელი უნდა რჩებოდეს. თუ ნებიემიერი ასეთი ტრაგიკული ფაქტი, ადამიანებში ღირებულს არ გააღვიძებს, მაშინ ტრაგედია გაუფასურებული ხდება. ახლა მთავარია არ გავაუფასუროთ მომხდარი ტრაგედია.

თუ ნებისმიერი ასეთი ტრაგიკული ფაქტი ადამიანებში ღირებულს არ გააღვიძებს, მაშინ ტრაგედია გაუფასურებული ხდება. ახლა მთავარია არ გავაუფასუროთ მომხდარი ტრაგედია

- არავისკენ ხელის გაშვერას არ ვაპირებ. კერძო სკოლების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ საქართველოში კერძო სკოლების ისტორიას თუ გავიხსენებთ, საინტერესო რამის გახსენებაც მოგვიწევს.

ვგულისხმობ იმას, რომ მეფის რუსეთის დროსაც კი ჩვენში კერძო სკოლების საქმიანობის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას ითვალსიწინებდა. კარგი იქნებოდა, თუ კერძო სკოლების მფლობელები ჩვენში კერძო სკოლების მფლობელების სახელოვან ისტორიას ჩახედავდნენ და ბევრ რამეს მათგან ისწავლიდნენ კიდეც...

- მესმის რასაც ბრძანებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დღეს ამის გაკეთებას ვერ მოახერხებენ. როდესაც ბავშვი და სწავლის პროცესი მოგების საშუალება ხდება, როდესაც ავადმყოფი მოგების საშუალება ხდება, ზოგადად ადამიანი ხდება მოგების საშუალება და ცხოვრება ამ რიტმშია ჩართული, უკვე დგას ყოველივე ფასეულის გაუფასურების საფრთხე.

როდესაც ბავშვი და სწავლის პროცესი მოგების საშუალება ხდება, როდესაც ავადმყოფი მოგების საშუალება ხდება, ზოგადად ადამიანი ხდება მოგების საშუალება და ცხოვრება ამ რიტმშია ჩართული, უკვე დგას ყოველივე ფასეულის გაუფასურების საფრთხე

სულ ცოტა ხნის წინა საქართველოს ცხოვრებაში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი მხცოვან მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 78 წლის ასაკში კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციამ ოდნავ გამოჟონა, მაგრამ ამ ფაქტით არც ერთი მედიასაშუალება, ტელევიზია არ დაინტერესებულა და არ გაუშუქებია. არადა, ამ ფაქტს შეეძლო შეექმნა ისეთი ფონი, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე თავს ღირსეულად და ღირებულად მიიჩნევდა.

ცუდია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ამგვარ ფაქტებთან იდენტიფიკაციის საშუალება არ აქვს. ისინი რომ ამგვარ რამეს ითავისებდნენ კარგი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უპირველესად მათზე იმოქმედებდა დადებითად.

როცა მოზარდი ამბობს - „ასეთი ცხოვრების დედაც“! ეს საზოგადოებას ეხება. ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების იმ წესს ეხება, რომლითაც ცხოვრობს საზოგადოება

ამას წინათ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი საუბარში, ჩემს ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა განცდა, რომ ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის მრცხვენოდა, მერიდებოდა. თავს მათ წინაშე ვგრძნობდი ანგარიშვალდებულად. და ეს იყო შინაგანი მოთხოვნილება. მე თავს უხერხულად კი ვიგრძნობდი, რაიმე მერკანტილური ინტერესი ჩამედო.

ასეთი რამ სჭირდება ახალგაზრდებს. ჩვენ კი რა გვესმის - ყოვლად იაფფასიანი შოუები, სატელევიზიო ფილმები, რომლებშიც ბევრი რამ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებებით არის შეფუთული.

როცა მოზარდი ამბობს - „ასეთი ცხოვრების დედაც“! ეს საზოგადოებას ეხება. ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების იმ წესს ეხება, რომლითაც ცხოვრობს საზოგადოება.

დღევანდელ საზოგადოებას და ახალგაზრდებს უწევთ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც აგრესია დაფასებულია, ბილწსიტყვაობა გამარჯვებულია, მომხვეჭველობა, ცილისწამება გამარჯვებულია, ღირებული სიტყვა გაუფასურებულია, დაბულინგება წახალისებულია და ასეთ ვითარებაში რომ ახალგაზრდები ამბობენ - „ამ ცხოვრების დედაც“! ეს მთელ საზოგადოებას ეხება.

დღევანდელ საზოგადოებას და ახალგაზრდებს უწევთ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც აგრესია დაფასებულია, ბილწსიტყვაობა გამარჯვებულია, მომხვეჭელობა, ცილისწამება გამარჯვებულია, ღირებული სიტყვა გაუფასურებულია, დაბულინგება წახალისებულია და ასეთ ვითარებაში რომ ახალგაზრდები ამბობენ - „ამ ცხოვრების დედაც“! - ეს მთელ საზოგადოებას ეხება

დღეს მიტინგები და გამოსვლები კი არ უნდა იყოს, არამედ თავდახრილები უნდა ვიყოთ, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში გავიაზროთ რა მოხდა და ვეძიოთ გამოსავალი.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა