ნინო ბურჯანაძე - რამდენადაც ვიცი, არანაირი რუსული კულტურის ცენტრი სახელმწიფო დონეზე  არ უნდა იყოს გახსნილი

ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა ზოგადად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს საქართველოში, მათ შორის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ძალიან რთული ვითარებაა და იმისთვის, რომ ამას ჰქონდეს პოზიტიური შეხვედრა, საჭიროა, ძალიან მძიმე თემებზე იყოს რაღაც პოზიტივი, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ შვეიცარიის საელჩოში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა.

"არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, არანაირი რუსული კულტურის ცენტრი სახელმწიფო დონეზე არ უნდა იყოს გახსნილი. ჩემი პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა ზოგადად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს საქართველოში არის რთული ვითარება, მათ შორის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ძალიან რთული ვითარებაა და იმისთვის, რომ იგივე კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნას და ამას ჰქონდეს ასე ვთქვათ, პოზიტიური შეხვედრა, აუცილებელია, რომ სხვა, ძალიან მძიმე თემებზე, რომელიც აწუხებს ქართველ საზოგადოებას - რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, - იყოს რაღაც პოზიტივი, რომელიც ასე ვთქვათ, მისცემს იმის იმედს ადამიანებს, რომ პოზიტიური განვითარება ურთიერთობების იწყება, სერიოზული პრობლემების მოგვარება იწყება და პარალელურად, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კულტურის ცენტრიც პოზიტიურად იქნება მიღებული და სხვა საკითხებით. მაგრამ როცა ნეგატიურ ფონზე ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, ეს რა თქმა უნდა, იწვევს აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას. ამიტომ სიფრფხილე და დელიკატურობაა ამ ვითარებაში საჭირო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა