დავით ასათიანი - პროცედურულად, დღეს არსებობს იმის მოლოდინი, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღონ

პროცედურულად, დღეს არსებობს იმის მოლოდინი, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა განაცხადა.

ასათიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ცხინვალში ამ წუთებში მიმდინარეობს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ინტენსიური კავშირი აქვს იმ ადვოკატებთან, რომლებიც ქართველი ექიმის ინტერესებს იცავენ.

„ზოგადად, მოგეხსენებათ, ძალზე რთულია დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებებსა და შემდგომ ქმედებებზე პროგნოზირება, თუმცა ბუნებრივია იმედს არ ვკარგავთ, რომ დაკავებულ ექიმს გაათავისუფლებენ. რეალურად პროცედურული თვალსაზრისით, დღეს ამის შანსი არსებობს, წინა პროცესზე კი, პროცედურულად ეს შეუძლებელი იყო. ჩვენ ყოველწუთიერი კონტაქტი გვაქვს იმ ვლადიკავკაზელ ადვოკატებთან, რომლებიც გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დავით ასათიანმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა