ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე, ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე, კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სკვერს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ქალების სახელების უკვდავსაყოფად სიცოცხლის სახელწოდება მიენიჭა. რეკრეაციული სივრცე სიმბოლურად ფორთოხლისფერში მოეწყო, რაც მსოფლიოში ომში დაღუპული ქალბატონების ფერადაა აღიარებული.

მათივე ინფორმაციით, საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ახალი სკვერი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და საქართველოს პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გია ვოლსკისთან ერთად გახსნა.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მალე დედაქალაქის შესაბამისი სამსახურის მიერ სკვერში გაკეთდება აბრაც.

,,დღევანდელი დღე არის იმის გამოხატულება, რომ თითოეული ჩვენგანი ვემსახურებით სიცოცხლეს და უკეთეს ხვალინდელ დღეს, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას.

ნიშანდობლივია, რომ სკვერს სიცოცხლის სახელწოდება მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული ქალბატონების სახელების უკვდავსაყოფად და მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა . ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ სიცოცხლე არის უმთავრესი ღირებულება, რომელიც მოგვცა ღმერთმა და რომლის ხელყოფის უფლებაც არავის არ აქვს,“ - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურა ჩიკვილაძემ კი მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს თინათინ ნიბლოშვილს აღნიშნული კომისიის მიერ სკვერისათვის სიცოცხლის სახელწოდების მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი სახელწოდებისა და ასეთი იდეის მატარებელი სკვერი თბილისში პირველად გაიხსნა.

სკვერის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, სოხუმის თეატრის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა