ფოთში მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ფოთში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოსახლეობა ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებს, ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ისინი ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ითხოვენ შეხვედრას.

„მერამდენე წელია ვიწამლებით, გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება. ყოველ ქაფშიის სეზონზე გვპირდებით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. დღეს იცოდნენ, რომ აქცია იყო დაგეგმილი და შეგნებულად მუშაობა შეაჩერეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება და ამაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა