აფხაზური მედიის ინფორმაციით, გაგრაში, ოჩამჩირეში, გალში, გუდაუთასა და სოხუმში ხანძრები ფიქსირდება

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გაგრის, ოჩამჩირეს, გალის, გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში ხანძარია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სოხუმის განყოფილების უფროსის, თიმურ კვიცინიას თქმით, სოხუმის რეგიონის სამაშველო სამსახური უკვე მესამე დღეა სოფელ აკაპას მახლობლად არსებული ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობს.

„სამაშველო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს უკვე მესამე დღეა. ცეცხლის კერები მიუწვდომელ ადგილებშია. წვიმის გარეშე ჩვენ ყველას ჩაქრობას ვერ შევძლებთ. მთელს იმედებს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ საღამოს იწვიმებს, იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“,-განაცხადა კვიცინიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა