მამუკა მდინარაძე -  ქვეყნის შიგნით ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ასევე, ვითვალისწინებთ პარტნიორების რეკომენდაციებს და ამაში ცუდი არაფერია

მე მახსენდება ფსევდო “პროდასავლური ლიდერის”, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე კითხვა დაუსვეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თქმითაც, სჯობს საქართველომ შიდა საკითხები თავისით გადაწყვიტოს, ვიდრე ყველაფერში უცხოელები ჩაერთონ. პრეზიდენტმა წუხილი გამოხატა, რომ მის ნაცვლად საერთაშორისო პარტნიორები გახდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ინიციატორი, რაც მისივე თქმით, ნეოკოლონიალური მიდგომების გაგრძელებაა. მდინარძის თქმით, მას პრეზიდენტის განცხადებები არ უნახავს, თუმცა აცხადებს, რომ თუ ასეთი რამ თქვა, იგი არ ეთანხმება.

"ქვეყნის შიგნით ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ჩვენ ასევე, ვითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს და ამაში არაფერი ცუდი არ არის. ეს ქვეყნები დემოკრატიის ხარისხით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ჩვენზე გაცილებით წინ არიან და ისინი რეკომენდაციებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაძლევენ.

მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად რა თქვა, მაგრამ თუ ასეთი რამ თქვა, ბუნებრივია, არ ვეთანხმები. მე მახსენდება ფსევდო "პროდასავლური ლიდერის", მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე კითხვა დაუსვეს. ალბათ, ვერ მოითმინა და ქვეცნობიერიდან დასავლეთის მიმართ რეალურმა დამოკიდებულებამ ამოხეთქა. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მან ოპოზიციას პრეზიდენტის პლატფორმა არაერთხელ შესთავაზა.

"არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩემი პლატფორმა, ეს ადგილი არის ღია ყველასთვის, მე ყველას ვპატიჟებ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც არის სახელმწიფო დონის ოპოზიციას და ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღემდე თავს იკავებს აქ მოსვლისგან. ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებულია ჩვენი უცხო პარტნიორების მიერ. ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, ეს არის გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა