ლევან ღირსიაშვილი - ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაიმე გართულებას არ ველოდებით

აღმოჩენილია ხანძრის ყველა აქტიური კერა და ჩვენი მეხანძრეების მიერ ხდება თითოეული მათგანის დამუშავება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ცეცხლის კერები იმ ხანძრის გაგრძელებაა, რომელიც ატენის ხეობაშია.

„ამ დროისთვის აღმოჩენილია ხანძრის ყველა აქტიური კერა და ჩვენი მეხანძრეების მიერ ხდება თითოეული მათგანის დამუშავება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200 მეხანძრეა ჩართული. გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სპეცტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ერთი ატენის ხეობის მიმართულებით, მეორე კი კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობისკენ. რაც შეეხება რკონის ხეობის მიმდებარედ არსებულ ხანძარს, აღნიშნული იმ კერის გაგრძელებაა, რომელიც ატენის ხეობაშია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაიმე გართულებას არ ველოდებით”, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა