საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთის დუმაში უპასუხეს

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების იდეა „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას ეხება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სრულიად განსაკუთრებული ვითარებაა,- „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა.

ნოვიკოვი ამ კომენტარით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან არსებული მოლაპარაკებათა სახეობებს გააჩნია ტექნიკური ხასიათი და შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მოსკოვთან დიალოგი წარმართოს „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში.

„ეს პოზიცია თავისებურად მეჩვენება, რადგან ეს პრობლემები ორ ქვეყანას ეხება და ამ ორმა ქვეყანამ თავად უნდა გადაჭრას. თავად „ნორმანდიული ფორმატი“ მიემართება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს - ეს განსაკუთრებული სიტუაციაა, როდესაც, პირველყოვლისა, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, და მეორე - ამ რესპუბლიკათა ტერიტორიებზე ჩატარდა რეფერენდუმები დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, რასაც უკრაინის მხარე არ თანხმდება, რუსული მხარე კი ვერ დაეთანხმება სიტუაციის ისეთი გადაწყვეტის მეთოდებს, როდესაც შესაძლოა, მოეწყოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გენოციდი“ - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

„ეს ორი პრინციპულად სხვადასხვა ისტორიაა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და მგონია, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად გამოგონილია“, - განაცხადა ნოვიკოვმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს