„კავკასიასთან“ „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები, ასევე პოლიტიკოსები ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ

ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები, ასევე პოლიტიკოსები ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ტელეკომპანიასთან მივიდნენ" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ტელევიზიას, რომელსაც გუშინ ინკასო შეეხო.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დახუროს ყველა ის მედია საშუალება, რომელიც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ შერჩევით სამართალს იმიტომ, რომ მედია საშუალება, რომელიც სახელმწიფო ნარატივს ავრცელებს, 60 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფოს ვალი, თუმცა ამ კომპანიას არანაირი პრობლემა არ ექმნება. ექმნება პრობლემა იმ ტელევიზიებს, რომლებიც აშუქებენ სიმართლეს და საუბრობენ შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა