„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” - ახალგორში რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურმა მოსახლეობის აღწერა დაიწყო

ახალგორში საოკუპაციო ძალებმა რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ აცნობეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, აღწერის პროცესი დაიწყეს.

„აღწერის პროცესში ოკუპანტები ცდილობენ კონტაქტში შევიდნენ მოსახლეობასთან და გაიგონ, რა პოზიცია აქვთ გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, რამდენიმე ოჯახს მოუწოდეს, გამოთქვან უკმაყოფილება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მოსახლეობამ არ იცის, რა მიზანს ემსახურება მათი აღწერა. ამ ფაქტს გაურკვევლობას სძენს ისიც, რომ რუს ოკუპანტებს ზოგიერთი ისეთი პიროვნება შეყავთ სიაში, რომელიც ამჟამად რაიონში არ იმყოფება.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ამ პროცესს „ჰუმანიტარულ დახმარებას“ უკავშირებს, რადგან ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ახალგორში კამაზის ტიპის ორი სატვირთო ავტომანქანით საკვები ჩაიტანეს, თუმცა, უცნობია მოსახლეობის რომელი ნაწილისათვის არის ეს პროდუქტები განკუთვნილი - ყველა მიიღებს დახმარებას, თუ მხოლოდ ისინი, ვისაც ე. წ. ოსური პასპორტები აქვთ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელიუფლებას, დროულად და პროაქტიულად იმოქმედოს „ჰუმანიტარული კრიზისში“ მყოფი რეგიონის მიმართ და გააგრძელოს მუშაობა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, ახალგორის იზოლაციის დროულად დასასრულებლად, რომელიც უკიდურესად მტკივნეულად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმებია შესამუშავებელი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს