ექიმების ინფორმაციით, ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტებს თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მოპედით გადაადგილდებოდნენ და მათ მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდები 17 და 18 წლის არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს