ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მოსამართლეს წინასასამართლო სხდომის ვადის 60 დღით გადაწევის შუამდგომლობით მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მოსამართლეს ის წინასასამართლო სხდომის ვადის 60 დღით გადაწევის შუამდგომლობით მიმართავს. საქმე ეხება ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის წაყენებულ ბრალს.

მისი თქმით, პროკურატურას ოქრუაშვილის საქმეზე მოსამზადებლად 15 წელი ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს და დაცვის მხარესაც მასალების გაცნობისა და გაანალიზებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

„იცით თქვენ, რომ 19 ნოემბერს 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს. ეს ეხება 2004 წლის ფაქტს. 15 წელია სამართალდამცველები იძიებენ აღნიშნულ დანაშაულს და ბუნებრივია, ვადა, რაც სასამართოლომ მოგვცა, 3 იანვრამდე, 9 იანვარს წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა, ანუ სულ 40 დღე, რომ მოვამზადოთ დაცვა, გავეცნოთ 16-ტომიან საქმეს, გავაანალიზოთ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმეებები ჩავატაროთ, ძალიან არაადეკვატურია. დღეს ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ 60 დღით გადაწიოს წინასასამართლო სხდომის ვადა, რათა შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს, მოგვეცეს საკმარისი დრო საკუთარი დაცვის მოსამზადებლად და არ აღმოვჩნდეთ დაჩაგრულები დროის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ პროკურატურას 15- წლიანი ვადა ჰქოდა, ჩვენ 40-დღიანი. იმედი გვაქვს სასამართლო გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და გადაწევს ვადას, არ არის გამორიცხული, რომ ეს ვადაც არ აღმოჩნდეს საკმარისი დაცვის მოსამზადებლად“,- განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი ნოემბერში წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა