დავით ჭიჭინაძე - ვანო მაჭავარიანი შემთხვევით მოხვდა თანამდებობაზე და ისიც მამუკა ბახტაძის დამსახურებით

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს მიმართავს. მისი განცხადებით მაჭავარიანი მინისტრი არ არის და ამ თანამდებობაზე შემთხვევით, მამუკა ბახტაძის დამსახურებით მოხვდა.

„სახელმჭიფო საბაჟო ტერმინალიდან ტრაქტორი მოიპარეს და ჯერ არავის დაუბრუნებია. მარტო ამ მაგალითით წარმოგიდგენიათ რა ხდება მაჭავარიანის სამინისტროში?! ამას გარდა, მაჭავარიანმა ჯობია პასუხისმგებლობა ყალბ დღგ-ეებზე აიღოს!

თუმცა, მე სულ ვამბობდი, ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე და ისიც ბახტაძის დამსახურებით. პირველად რომ მოვიდა პარლამენტში საკმაოდ დაბნეული იყო და ასე „ყოჩაღი“ ვერ იყო, ახლა კი ისე „მოკაცდა“, დაკარგული აქვს სივრცე, სად იმყოფება, რა თანამდებობაზეა და დეპუტატებსაც კი ეუზრდელება ხოლმე. ისე, როგორც ვიცი, წინა სამსახურში ბუღალტერი იყო და ბუღალტრები ცოტა უფრო მორიდებული ადამიანები არიან“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება