„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს წინასაახალწლო შაბათ-კვირას საწვავზე  20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს

„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს წინასაახალწლო შაბათ-კვირას, 28 - 29 დეკემბერს, საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად და სადღესასწაულო მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ვისოლ ჯორჯიან პეტროლეუმიდან“ აცნობეს, ერთგულ მომხმარებელს საშუალება ექნება 2020 წელს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდეს და საწვავზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით იმოგზაუროს ვისოლთან ერთად. „სმარტი“ კი საახალწლო მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის და მომხმარებელს ყველაზე აუცილებელი საახალწლო პროდუქტების ყიდვას გაუადვილებს და საკუთარი ექსკლუზიური იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტების ფართო არჩევანით სადღესასწაულო სუფრას გაუმდიდრებს. უფრო მეტიც, „სმარტი“ საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათთან“ ერთად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების საახალწლო სუფრაზეც იზრუნებს და სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის მათ, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

„ვისოლ ჯგუფი“ ულოცავს დამდეგ 2020 წელს მთელს საქართველოს და სადღესასწაულო მოგზაურობის წასახალისებლად ერთგულ მომხმარებლებს 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს თითოეულ ლიტრზე „უნიქარდით“ ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ვფიქრობთ, შეთავაზებული ფასდაკლება სადღესასწაულო თავგადასავლებისთვის ხელშესახები შეღავათია. შესაბამისად, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. „სმარტიდან“ კი მათ საშუალება ექნებათ სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე აუცილებელი პროდუქტები გაიყოლონ გზად, „ვისოლ ჯგუფი“ კი მათ ბედნიერ შობა-ახალ წელს და სასიამოვნო მოგზაურობას უსურვებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

მათივე ინფორმაციით, უკვე თითქმის ერთი წელია „ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან, ხოლო შაბათ-კვირას 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა.

„ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო