ვაჟა გაფრინდაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზე - ჩემ გათავისუფლებაში მთელი საქართველოს წვლილია

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის თანახმად, მისი გათავისუფლების შესახებ „ფეისბუქზე“ ორი ვერსია გავრცელდა: ერთი ვერსიით, მისი გათავისუფლების საკითხში მომღერალი პაატა ბურჭულაძე ჩაერთო, ხოლო მეორე ვერსიით, მოჭიდავეები. ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ პატიმრობიდან მის გათავისუფლების საკითხში მთელი საქართველო იყო ჩართული და ვერავის გამოყოფს.

„ჩემი აზრით, ჩემ გათავისუფლებაში ყველა, მთელი საქართველოს წვლილია, ვერავის გამოვყოფ. მაინცდამაინც ამა და ამ ადამიანის ყველაზე დიდი წვლილია - ვერ ვიტყვი. არ ვარ ჩახედული, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი, უდიდესი წვლილი ჩემი მეუღლის, ჩემი შვილების, ჩემი მეგობრების და ყველასია. ყველა თქვენგანს დიდი მადლობა", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამასთან, როგორც გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მისი გათავისუფლების საკითხი 12 საათის განმავლობაში გადაწყდა.

ასევე ექიმის თქმით, პატიმრობისას მის მობილურში არსებული საკონტაქტო ნომრების შესახებ ჰკითხეს, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ნომერი.

„ავტომატური ჩაწერის რეჟიმი მქონდა ჩართული, მაგრამ ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს. ეტყობა გაშიფრეს ყველაფერი, მაგრამ ისეთ ნადვილად ვერაფერს ნახავდნენ. „ფესბეში“, თუ „კა გე ბე-ში“ დაახლოებით, 2000-მდე ნომერი ამოაგდეს ჩემს ტელეფონში. ყველას შესახებ მეკითხებოდნენ. რაც ვიცოდი, ვეუბნებოდი ვინ იყო. ნახევარზე მეტი ავადმყოფი იყო და არ მახსოვდა ვინ იყო“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟმმა 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს