დავით ბაქრაძემ გორში დევნილ ბავშვებს შობა ახალი წელი მიულოცა

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გორში მცხოვრებ ბავშვებს, სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სანტამ ბავშვებთან საახალწლო წარმოდგენა გამართა. დავით ბაქრაძემ და სანტამ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ბაქრაძემ საქართველოს ბედნიერი და წარმატების წელი უსურვა.

„ახალი წელი პირველ რიგში არის სიხარულის, იმედის, მომავლის რწმენის დღესასწაული. რაც განსაკუთრებით სჭირდებათ სწორედ ჩვენს დევნილებს, ეს არის მომავლის იმედი და რწმენაც და სიხარულიც. ამიტომ სიმბოლურად დღეს ვულოცავთ დევნილ ბავშვებს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება და მათთან ერთად თითოეულ ოჯახს საქართველოში მივულოცო დამდეგი 2020 წელი და ვუსურვო წინსვლა, სიკეთე, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა და ვისურვო, რომ ყველას ერთად გვეცხოვროს წარმატებულ და მშვიდობიან საქართველოში’’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო