კონსტანტინ კოსაჩოვი - მოხარული ვარ, რომ შესაძლებელი გახდა გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც დამატებით არ ამძიმებს ისედაც რთულ ურთიერთობებს თბილისსა და ცხინვალს შორის

მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები, რომლებიც წარსულში უნდა დარჩეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებელი გახდა გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც არ არღვევს სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობას და ასევე, დამატებით არ ამძიმებს ისედაც რთულ ურთიერთობებს თბილისსა და ცხინვალს შორის“, - წერს „ფეისბუქში“ კოსაჩოვი, რომელიც ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

„რაც ნაკლები იქნება ასეთი პრობლემები, მით უფრო გაგვიიოლდება მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, რომ დრო, როდესაც პრობლემებს ვეძებდით და ვაუარესებდით, წარსულში დარჩება“, - წერს კოსაჩევი.

მისი თქმით, ქართველი ექიმის ბედისადმი ყურადღება დეკემბრის შუა რიცხვებში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაამახვილა.

კოსაჩოვის ინფორმაციით, ის ბურჯანაძეს დაპირდა, რომ პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა სხვა ქვეყნის სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებს.

„ვიმუშავეთ ერთად რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში ჩვენ კოლეგებთან ერთად, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის პარლამენტთაშორის ურთიერთობის არხების გამოყენებით“, - წერს კოსაჩევი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა